2018 წელს მსოფლიოში რეკორდული რაოდენობის ცათამბჯენი აშენდა

Construction News

ურბანული გარემოსა და მაღალი შენობების საბჭოს (The Council on Tall buildings and Urban Habitat, CTBUH) განმარტებით, ზემაღალ შენობად ითვლება ობიექტი, რომლის სიმაღლე, სულ მცირე, 300 მეტრია. 2018 წელს კი მსოფლიოში 18 ასეთი ტიპის შენობა ააშენეს. გარდა ამისა, გასულ წელს ჩვენს პლანეტაზე 200 მეტრზე მაღალი 143 შენობაც აღიმართა.

რეკორდსმენ ქვეყნებს ლიდერობს ჩინეთი, სადაც 88 ცათამბჯენი აიგო. აღსანიშნავია, რომ ჩინეთის მხოლოდ ერთ ქალაქში (შენჯენ/ Shenzhen) ააგეს 14 ცათამბჯენი, მაშინ, როდესაც მთლიანად ჩრდილოეთ ამერიკაში გასულ წელს 16 მაღალი შენობა აიგო. სწორედ აზიაში მდებარეობს ახალი ცათამბჯენების 76%. რაც შეეხება ევროპას, 2018 წელს ევროპაში ერთი ცათამბჯენი აიგო – საუბარია თურქეთში აშენებულ 220-მეტრიან “Nurol Life”-ზე.

sc-os.ru-ს ინფორმაციით, გასულ წელს აშენებული კოშკების უმეტესობა საოფისე ტიპისაა. მათ შორის 63% ბეტონისგან ააგეს.

2018 წელს აგებული ყველაზე მაღალი შენობა ჩინეთის დედაქალაქში მდებარე “City Tower”-ია, რომლის სიმაღლე 528 მეტრს აღწევს. ამ ეტაპისთვის მსოფლიოში 1,500-მდე ცათამბჯენი მდებარეობს.

მსგავსი სტატიები