2018 წელს, კრწანისის რაიონში პროექტებისთვის 11,698,233 ლარი დაიხარჯა

Construction News

კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლევან ჯაფარიძემ გასული წლის ანგარიში წარადგინა და აღნიშნა, რომ 2018 წელს განხორციელებული პროექტებისთვის ჯამში, 11,698,233 ლარი დაიხარჯა.

პრეზენტაციაზე გამგებელმა დამსწრე საზოგადებას 2019 წელს დაგეგმილი მნიშვნელოვანი პროექტებიც გააცნო.

2018 წელს კრწანისის რაიონის გამგეობის მიერ სხვადასხვა პროექტი განხორციელდა, მათ შორის, 52,973 კვ.მ ფართობზე შეკეთდა და მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა; სკვერების მოწყობა-რეაბილიტაცია 11 მისამართზე განხორციელდა; სპორტული მოედნების მოწყობა-რეაბილიტაციისა და შეკეთების სამუშაოები 14 მისამართზე ჩატარდა, ფიტნეს ტრენაჟორები კი, 3 მისამართზე დამონტაჟდა;

გასული წლის განმავლობაში, რაიონში ათ საბავშვო გასართობ მოედანს რეაბილიტაცია ჩაუტარდა; გრუნტის დამჭერი კედელი 12 მისამართზე მოეწყო; მიწისქვეშა კომუნიკაციები ათ მისამართზე მოწესრიგდა.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, 77 პროექტი დაფინანსდა; განხორციელდა ავტოფარეხების დემონტაჟი და მათ ნაცვლად, მოეწყო უსინათლოებისთვის ადაპტირებული, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკვერი; გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილების ორგანიზებით, ჩატარდა 11 სპორტული, საგანმანათლებლო და კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიება.

მსგავსი სტატიები