2018 წელს კრასნოდარში 3 მლნ კვ.მ ფართი შევიდა ექსპლუატაციაში

Construction News

2018 წელს კრასნოდარში 3 მლნ კვ.მ საცხოვრებელი ფართი შევიდა ექსპლუატაციაში, აქედან მესამედი მოდის მრავალბინიან სახლებზე, რომელთა მშენებლობა გაჭიანურებული იყო. ამის შესახებ ინფორმაცია ყოველწლიური ანგარიშის დროს კრასნოდარის მერმა, ევგენი პერვიშოვმა გააჟღერა.

საცხოვრებლების ექსპლუატაციაში მიღების ამ მაჩვენებლებით, კრასნოდარი რუსეთის ფედერაციის ფარგლებში მეორე ადგილს იკავებს, ხოლო სამხრეთის ფედერალურ ოლქში – პირველს.

ამასთან, რეგიონი ქვეყნის მასშტაბით პირველ პოზიციებზეა პრობლემური მშენებლობის კატეგორიაშიც. გაჭიანურებული თუ უნებართვო მშენებლობა ძირითადად კრასნოდარსა და სოჭშია თავმოყრილი.

“თითქმის 3 მილიონი კვ.მ საცხოვრებელი ფართის ექსპლუატაცია მოხდა, მათ შორის 73 პრობლემური მრავალბინიანი შენობის, სადაც თითქმის 13 ათასი ბინა არის განტავსებული”, – აღნიშნა კრასნოდარის მერმა.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ყუბანში თითქმის 600 საცხოვრებელი ობიექტი მშენებლობის პერიოდის დარღვევით შენდებოდა.

მსგავსი სტატიები