ბოლო პერიოდში, საქართველოში მზარდი ტენდენციით გამოირჩევა ხანძრების და მათ შედეგად დაზარალებულთა რაოდენობა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, 2010-2017 წლებში ხანძრების შედეგად 442 ადამიანი დაიღუპა და 1127 დაშავდა.
სტატისტიკის მიხედვით ტრავმირებულთა რაოდენობა:
2010 წელს – 60;
2011 წელს – 64;
2012 წელს – 98;
2013 წელს – 98;
2014 წელს – 135;
2015 წელს – 179;
2016 წელს -249;
2017 წელს – 244.
ჯამში ამ წლების განმავლობაში ხანძრის შედეგად ტრავმა 1,127-მა ადამიანმა მიიღო.
რაც შეეხება დაღუპულთა რაოდენობას, შემდეგი სტატისტიკური მონაცემებია:
2010 წელს – 40 ადამიანი დაიღუპა;
2011 წელს – 45;
2012 წელს – 46;
2013 წელს – 48;
2014 წელს – 68;
2015 წელს – 67;
2016 წელს – 49;
2017 წელს – 79;
ჯამში 2010-2017 წლებში 442 ადამიანი დაიღუპა.
უწყების განმარტებით, მატერიალური ზარალის 85%-ზე მეტი მოდის შენობა-ნაგებობებში გაჩენილ ხანძრებზე. შესაბამისად, შენობებში სახანძრო უსაფრთხოების ეფექტიანი სისტემის არსებობა გადამწყვეტია ხანძრების პრევენციისა და ადრეულ ეტაპზე ლიკვიდაციისათვის.