2 მილიარდი ველობილიკების მოსაწყობად – “ველოსიპედით გადაადგილების ოქროს ხანა”

Construction News

ლონდონში, ბოძკინტებით დაცული ველობილიკები აქტიურად ეწყობა.

“ველოსიპედით გადაადგილების ოქროს ხანა” – ასე უწოდებენ ლონდონში ველობილიკების აქტიურ მოწყობას. უკვე მოეწყო რამდენიმე მილი სიგრძის, ბოძკინტებით დაცული  ახალი ველობილიკები. პროექტის მიზანია, ქალაქის მცხოვრებლებმა პანდემიის დროს ნაკლებად ისარგებლონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით. ასევე, გათვალისწინებულია ველობილიკების მნიშვნელობა და დადებითი გავლენა ეკოლოგიაზე.

ბოლო პერიოდში, ლონდონის საზოგადოებრივი ტრანსპორტი  საგრძნობლად გადაიტვირთა მგზავრებით, რადგან ლონდონის მეტრო მნიშვნელოვნად შემცირებული სიმძლავრით მუშაობს, ხოლო ადამიანები აქტიურად უბრუნდებიან სამუშაო ადგილებს.

ლონდონის მერი და ქვეყნის მთავრობა მოუწოდებენ მოსახლეობას, რომ არ ისარგებლონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, რადგან ტრანსპორტი არ გახდეს პანდემიის კერა.

ტრანსპორტის სამინისტრომ უკვე 2 მილიარდი ფუნტი გამოყო ველობილიკების მოწყობის მიზნით.

ლონდონის მერი პირადად აკონტროლებს ველობილიკების მოწყობა-მშენებლობის სამუშაოებს.

მე გადაწყვეტილი მაქვს, რომ საზოგადოებას, მანქანით მგზავრობასთან შედარებით უსაფრთხო და მდგრადი ალტერნატივა შევთავაზო გადაადგილებისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენი საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემა რთულ ვითარებაშია COVID-19-ის გამო. ჩვენ ვქმნით ახალ ველობილიკებს ქალაქის მასშტაბით!” – განაცხადა ლონდონის მერმა, სადიქ ხანმა.

წყარო: dailymail

მსგავსი სტატიები