2 ივნისს მტკვრის დაცვის დღე აღინიშნება

Construction News

დღეს საქართველოში მტკვრის დაცვის დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა ანდრო ასლანიშვილმა, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განთლების ცენტრის დირექტორ თამარ ალადაშვილთან ერთად სკოლის მოსწავლეებს ატმოსფერული ჰაერის ნიადაგისა და წყლის ლაბორატორიაში უმასპინძლეს.

შეხვედრის ფარგლებში, ბავშვებს შესაძლებლობა ჰქონდათ ინფორმაცია მიეღოთ თუ როგორ მიმდინარეობს ატმოსფერული ჰაერის, ნიადაგისა და წყლის ლაბორატორიული კვლები. სპეციალისტებმა ბავშვებს ადგილზე წყლის სინჯების დამუშავების თეორიული და პრაქტიკულ სამუშაოები გააცნეს.

მტკვრის დაცვის დღე  კოალიცია “მტკვარ-არაქსის” ინიციატივით 1999 წლიდან აღინიშნება. მისი აუზი მოიცავს ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთს, მთელ ცენტრალურ და აღმოსავლეთ საქართველოს, თითქმის მთელ აზერბაიჯანს, მთელ სომხეთს და ჩრდილო-დასავლეთ ირანს.

ცნობისთვის – მტკვრის აუზის საერთო ფართობი 188,000 კვადრატული კილომეტრი, ხოლო მთლიანი სიგრძე 1,515 კილომეტრია. საქართველო წყლის რესურსების სიუხვით კი  ევროპაში მე-3 ადგილზეა.

მსგავსი სტატიები