1520 დევნილ ოჯახს ბინები გადაეცემა

Construction News

მიმდინარე წელს, 1520 დევნილი ოჯახი ბინებით დაკმაყოფილდება, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა 2019 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაციის დროს განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, დევნილების ბინით უზრუნველყოფის მიზნით, წელსვე დაიწყება დამატებით 13 საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა.

„ჩვენ ვაშენებთ იმ სახლებს, რომლებსაც სახელმწიფო აფინანსებს. ძირითადად, ეს მშენებლობები ქუთაისში, წყალტუბოში, ზუგდიდსა და მცხეთაში ხორციელდება. წელს დასრულდება 16 კორპუსის მშენებლობა, სადაც 1520 დევნილი ოჯახი მიიღებს ბინებს. გარდა ამისა, წელს ვიწყებთ 13 საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას, რომლის შედეგად1260 ოჯახი შეძლებს იცხოვროს ახალ ბინაში“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მსგავსი სტატიები