$150 მილიარდიანი ინფრასტრუქტურული პროექტები – შეთავაზება ნიუ-იორკის მთავრობას

Construction News

ნიუ-იორკში ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში $150 მილიარდის გამოყოფა იგეგმება. პროექტი ნიუ-იორკის გუბერნატორმა, ენდრიუ ქუომომ 2020 ფისკალური წლის ფარგლებში წარადგინა.

შეთავაზებული ინფრასტრუქტურული პროექტის პაკეტი მოიცავს: დაზიანებული შენობების რეკონსტრუქციას, პარკების განახლებას, ტრანსპორტის გაუმჯობესებასა და სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს.

constructiondive.com-ის ინფორმაციით, პროექტი ასევე ითვალისწინებს $10 მილიარდის გამოყოფას „მწვანე მომავლის ფონდისთვის“ და $5 მილიარდს სასმელი წლის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის. ამავდროულად, $300 მილიონი მოხმარდება „გარემოს დაცვის ფონდის“ გამოცხადებულ პროექტებს.

მსგავსი სტატიები