13 ივნისის სტიქიიდან 4 წელი გავიდა

Construction News

2015 წლის 13 ივნისს მდინარე ვერეს ხეობაში წყალდიდობის შედეგად, სტიქიამ 21 ადამიანი შეიწირა (მათგან ორი დაკარგულია). თითქმის სრულად განადგურდა თბილისის ზოოპარკი – ცხოველების დიდი ნაწილი წყალდიდობას ემსხვერპლა, ზოგი კი ქალაქში გაიქცა.

სტიქიამ ასევე გაანადგურა გზები, ხიდები, გვირაბები, საცხოვრებელი სახლები.

13 ივნისის სტიქიის სიმბოლოდ იქცა ბეჰემოთი “ბეგი”, რომელიც სტიქიის შემდეგ გმირთა მოედანზე დასეირნობდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაგეგმილია ბეჰემოთი “ბეგის” ძეგლის დადგმა.

მომხდარი სტიქიის შედეგად დაღუპულთათვის პატივის მისაგებად, 15 ივნისი გლოვის დღედ გამოცხადდა.

მსგავსი სტატიები