100 ქალაქის მხარდასაჭერად £3.6 მილიარდიან ფონდში წინადადებების მიღება დაიწყო

Construction News

დიდ ბრიტანეთში “100 ქალაქის” პროექტის ფარგლებში “Towns Fund”-ში წინადადებების მიღება დაიწყო.

£3.6 მილიარდიანი, ქალაქების განვითარებაზე ორიენტირებული ფონდი, მიზნად ისახავს ქვეყნის მასშტაბით 100 ქალაქის ეკონომიკურ ზრდას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.

ფონდის მიერ უკვე გამოქვეყნდა შერჩეული 100 ქალაქის სია, რომლებსაც უკვე აქვთ შესაძლებლობა წარმოადგინონ საინვესტიციო წინადადებები. ასევე, უკვე გამოქვეყნდა წინადადების შემუშავებისთვის დადგენილი, ძირითადი მოთხოვნები.

პროექტის წამოწყება დროში ემთხვევა ქვეყანაში მეორეხარისხოვანი სავაჭრო მიმართულების ამოქმედებას, რომელიც ამ დრომდე შეჩერებული იყო პანდემიის გამო.

ფონდის ამოცანაა, ქალაქებს ჰქონდეთ განვითარების ისეთი დონე, რაც აუცილებელია ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა და ეკონომიკური ზრდისთვის. ამ ეტაპზე, რეგიონებში ინვესტირება აუცილებელია, რადგან ჩვენ გადავდივართ კოვიდ-19-ის შემდგომ ეტაპზე, რაც ეკონომიკის აღდგენას უკავშირდება. პროექტი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ეკონომის აღდგენასა და რეგიონების თანაბარ განვითარებაში. ამჯერად, შერჩეულ 100 ლოკაციას აქვს 4 კვირა, რომ გადაწყვიტონ, წარმოადგინონ თუ არა საინვესტიციო გეგმა” – განაცხადა დიდი ბრიტანეთის რეგიონული განვითარების მინისტრმა, სეიმონ კლარკმა.

ცნობისთვის, “Towns Fund”-ის 3.6 მილიარდიანი პროექტის შესახებ, გასული  წლის 27 ივლისს გააკეთა განცხადება დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა. მისივე თქმით, პროექტი, ქვეყნის მასშტაბით 100 ქალაქის განვითარების მხარდაჭერას ისახავდა მიზნად.

შერჩეული ქალაქების მიერ წარმოდეგნილ საინვესტიციო წინადადებებში ჩამოყალიბებული უნდა იყოს განვითარების ხედვა და სტრატეგია, ასევე ჩართული მხარეების სამოქმედო გეგმა, დასახული მიზნების მისაღწევად.

პროექტზე საუბრისას, პრემიერმა ყურადღება გაამახვილა 4 ძირითად კომპონენტზე:

1 – სიცოცხლისუნარიანობა – ქუჩები უნდა იყოს უსაფრთხო. ეს ნიშნავს, უსაფრთხოების მაღალ დონეს და სტანდარტებს.

2 – კავშირი – იგულისხმევა როგორც სატრანსპორტო, ასევე ინოვაციური მიდგომები.

3  – კულტურა – გულისხმობს კონკრეტული ლოკაციისთვის დამახასიათებელი კულტურული და შემოქმედებითი ინფრასტრუქტურის განვითარებას.

4 – ძალაუფლება – ნიშნავს დიდ პასუხისმგებლობას და ანგარიშვალდებულებას.

პრემიერის თქმით, ეს ხედვა ჩამოყალიბდა ლონდონის და მანჩესტერის მაგალითზე: სიცოცხლისუნარიანობა, კავშირი, კულტურა და ძალაუფლება – 4 მთავარი კომპონენტი, რაც მნიშვნელოვანია ყოველი ქალაქის განვითარებისთვის.

მსგავსი სტატიები