ჰონგ-კონგში მშენებარე ხელოვნური კუნძულები $1.14 ტრილიონ შემოსავალს მოიტანს

Construction News

ჰონგ-კონგში ხელოვნური კუნძულების აშენება იგეგმება. პროექტის ღირებულება 624 მილიარდი აშშ დოლარია, მათ შორის ადგილობრივი ხელისუფლების საინვესტიციო წილი 80 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

მშენებლობა პროექტ “Lantau Tomorrow Vision”-ის ფარგლებში განხორციელდება, რომელიც ჩინეთში მესამე ყველაზე ძლიერი ბიზნეს-ცენტრის შექმნას ითვალისწინებს.

ჰონგ-კონგის კვლევითი ინსტიტუტის მიხედვით, ტერიტორიაზე კერძო და კომერციული ფართების გაყიდვების შედეგად მიღებული შემოსავალი 1.14 ტრილიონ აშშ დოლარს მიაღწევს.

News.gov.hk-ის ინფორმაციით, ხელოვნურ კუნძულებზე 200,000-მდე ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. ასევე იგეგმება 150,000-დან 260,000-მდე საცხოვრებელი ერთეულის აშენება, რომლის 70% საზოგადოებრივ საცხოვრებლებს დაეთმობა.

მაიკლ უონგი, ჰონგ-კონგის განვითარების მდივანი (Secretary for Development) აღნიშნავს, რომ მიწების მხოლოდ ნახევარი კვადრატული ფართობის ასათვისებლად 13,000-დან 15,000-მდე დოლარი დაიხარჯება. სატრანსპორტო ქსელის მშენებლობისთვის კი 35 მილიარდი აშშ დოლარია გათვალისწინებული.

“ეს ჯერ მხოლოდ წინასწარი გათვლებია. ასე რომ, სამშენებლო ხარჯები შეიძლება ამაზე მეტი აღმოჩნდეს. ხელისუფლება განაგრძობს საზოგადოებასთან კომუნიკაციას და მიგვაჩნია, რომ ეს ჰონგ-კონგის ადმინისტრაციული რეგიონისთვის მნიშვნელოვანი ინვესტიციაა”, – აღნიშნა მაიკლ უონგმა პრესასთან საუბრისას.

მსგავსი სტატიები