ჰოლანდიის ყველაზე “მწვანე” სასწავლო დაწესებულება ეინდჰოვენის ტექნიკური უნივერსიტეტი იქნება

Construction News

ჰოლანდიის სამხრეთით მდებარე ქალაქ ეინდჰოვენში ტექნიკური უნივერსიტეტის შენობა ჯერ კიდევ 1960-იან წლებში ააშენეს. იმის გათვალისწინებით, რომ ქალაქში მაღალ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული საწარმოებია განთავსებული, (მაგალითად Phillips) საჭირო გახდა, სამეცნიერო-სასწავლო დაწესებულების რეკონსტრუქციის გეგმა შემუშავებულიყო.

უნივერსიტეტის მოდერნიზაციის პროექტზე არქიტექტურული კომპანია “Team V Architectuur” მუშაობდა. სპეციალისტების გადაწყვეტილებით, ახალი გეგმა ძველი შენობის ეკოლოგიურად სუფთა ნაგებობად ქცევას გულისხმობს. ამ მაჩვენებლის მიხედვით, ეინდჰოვენის ტექნიკური უნივერსიტეტი ჰოლანდიის ყველაზე “მწვანე” სასწავლო დაწესებულება იქნება.

შენობის ისტორიული და კულტურული ღირებულებიდან გამომდინარე, უნივერსიტეტის მენეჯმენტმა გადაწყვიტა უპირატესობა რეკონსტრუქციისთვის მიენიჭებინა და უარი თქვა ახალ მშენებლობაზე. თუმცა, გარდა ძირითადი შენობისა, უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ახალი სამეცნიერო პარკი და კამპუსიც განთავსდება.

რეკონსტრუქციის შემდეგ გამწვანებულ შენობაში შემინული და ბეტონის ფასადები ჩაენაცვლებიან ერთმანეთს, რაც თერმული იზოლაციის გარდა შენობას თანამედროვე იერსახესაც უზრუნველყოფს.

მსგავსი სტატიები