ჰოლანდიელმა მეცნიერმა თვითაღმდგენი ბიო-ბეტონი შეიმუშავა

Modern Roofing

ჰოლანდიელმა მიკრობიოლოგიის სპეციალისტმა, ჰენკ ჯონკერსმა შეიმუშავა მეთოდი, რომლის საშუალებითაც ბეტონის ბზარები ავტომატურად აღდგება. დელფტის უნივერსიტეტის პროფესორი აღნიშნავს, რომ ბეტონი ,,აღმდგენ უნარს” ბაქტერიების საშუალებით იძენს.

მიკრობიოლოგი ტექნოლოგიაზე 3 წლის განმავლობაში მუშაობდა. მთავარ სირთულეს წარმოადგენდა ის, რომ ბაქტერიას რთული პირობებისთვის უნდა გაეძლო და წყალთან ურთიერთქმედებისას არ გააქტიურებულიყო. ამ პრობლემის მოსაგვარებლად მეცნიერმა ბაქტერიას ბაცილის გენი დაუმატა.

ჯონკერსის თქმით, ახალი მასალის შემუშავებისთვის მან ბიოდეგრადირებადი პლასტმასიც გამოიყენა. შედეგად ბეტონის ბზარებს დამოუკიდებლად შეუძლიათ აღდგენა, რაც ადამიანური რესურსისა და ხარჯების დაზოგვის წინაპირობაა.

Building-tech-ის მიხედვით, ბეტონი ჯერ კიდევ ყველაზე გავრცელებულ სამშენებლო მასალად ითვლება. მის პოპულარობას ძირითადად სიმყარე და ფორმის მიცემის თავისუფლება განაპირობებს.


დელფტის უნივერსიტეტის პროფესორი, მიკრობიოლოგიის სპეციალისტი,
ჰენკ ჯონკერსი

მსგავსი სტატიები