ჰითროუს აეროპორტის გაფართოვების საკითხზე კონსულტაციები იწყება

Construction News

მრავალწლიანი განხილვის შემდეგ, ჰითროუს აეროპორტის მენეჯმენტმა მიიღო გადაწყვეტილება, ეროპორტს მესამე ასაფრენ-დასაფრენი ზოლი დაამატოს, რომელიც 2026 წლიდან შევა ექსპლუატაციაში.

მომდევნო 12 კვირის განმავლობაში, საზოგადოებას ექნება შესაძლებლობა დააფიქსიროს საკუთარი აზრი აეროპორტის გაფართოვების პროექტთან დაკავშირებით. ასევე გადაიხედება გარემოზე ზემოქმედების საკითხიც, მაგალითად: ჰაერის დაბინძურება, ტრანსპორტზე წვდომა, ღამის საათებში რეისების აკრძალვა და ა.შ..

აეროპორტში უკვე განიხილება დაინერგონ ხმის იზოლაციის პოლიტიკა, ქონების კომპენსაცია, საზოგადოებრივი ფონდი ახლოს მცხოვრებლებისთვის, ასევე მიიღონ ზომები ჰაერის დაბინძურებისა და გარემოზე ნეგატიური ზეგავლენისთვის.

ჰითროუს გაფართოვების პროექტის ხელმძღვანელი, ემა გილტორპი აცხადებს, რომ აეროპორტის გაფართოვება არ უნდა მოხდეს ნებისმიერ ფასად.

სწორედ იმიტომ ვმუშაობთ აეროპორტის პარტნიორებთან, საზოგადოებასთან და სახელმწიფოსთან, რომ ჰითროუს აეროპორტის გაფართოვების გეგმა, ეკოლოგიასა და საზოგადოების ინტერესებთან მაქსიმალურ თანხვედრაში მოვიდეს”, – აცხადებს გილტორპი.

ინფორმაციას Skynews ავრცელებს.  

მსგავსი სტატიები