ჰავაის ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, შტატის განვითარებისთვის სამშენებლო პროექტებში 3.4 მილიარდი დაიხარჯება. ბიუჯეტი 2019, 2020 და 2021 წლებს მოიცავს.
ყველაზე დიდი თანხა $1.3 მილიარდი საჯარო სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროექტისთვის არის გათვალისწინებული. პროექტებს შორის ერთ-ერთი უმსხვილესია ავიაციის სექტორის გაძლიერება და აეროპორტის მშენებლობა, რომელიც $617 მილიონიად არის შეფასებული. სხვა სამშენებლო პროექტების ფინანსური წილი შემდეგნაირად ნაწილდება:
- $458 მილიონი – ხიდების რეაბილიტაცია, გამაგრება, ჩანაცვლება;
- $384 მილიონი – ნავსადგურის პროექტის განხორციელება;
- $275 – ჰავაის უნივერსიტეტის მშენებლობა;
- $65 მილიონი – ჰავაის ჯანდაცვის სისტემის შენობების გამაგრება, რეაბილიტაცია;
- $36 მილიონი – სამთავრობო უწყებების შენობების შეკეთება, რეაბილიტაცია.
შტატის ხელისუფლებამ აღნიშნული პროექტის საბიუჯეტო ხელშეკრულებას ხელი უკვე მოაწერა, აქტი ძალაში 2019 წლის 1 ივლისიდან შევა.