ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად ლონდონში ინოვაციური ბიო პანელი შეიმუშავეს

Construction News

მეცნიერებმა კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული პრობლემის მოსაგვარებლად შეიმუშავეს ახალი ბიო პანელი, რომელიც მცენარის მსგავსად ჰაერიდან ითვისებს ნახშირორჟანგს და გამოყოფს ჟანგბადს. სწორედ ამ უნიკალური თვისების გამო, მას “Biosolar leaf” უწოდეს.

მწარმოებლების ინფორმაციით, ბიო პანელი ერთი ხისთვის საკმარის ფართობზე განთავსებისას საშუალოდ 100 ხის ფუნქციას შეასრულებს.

ინოვაცია მზის პანელებთან ადაპტირებით შეიქმნა და შეიძლება მიწაზე, შენობებსა და სახურავებზე დამონტაჟდეს. გარდა ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისა, პანელები მცენარეებისთვის საკვები პროტეინების რაოდენობასაც გააუმჯობესებენ.

The Guardian-ის ინფორმაციით, ინიციატივა ლონდონის საიმპერატორო კოლეჯსა და სტარტაპს სახელწოდებით “Arborea” ეკუთვნის. პირველად ის კოლეჯის კამპუსზე დამონტაჟდება, მომდევნო ეტაპზე კი საცხოვრებლების სახურავებზე, კინოთეატრებსა და სხვა ტიპის დაწესებულებებზეც გამოჩნდება.

მსგავსი სტატიები