ჰაერის ხარისხზე საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა კანონმდებლობით იქნება გარანტირებული

Construction News

საქართველოში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შესახებ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა კანონმდებლობის დონეზე იქნება გარანტირებული. შესაბამისი ვალდებულება „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ კანონპროექტით იქნება გათვალისწინებული. ,,პირველი არხის” ინფორმაციით, პროექტის ინიცირება მთავრობის მიერ პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ უახლესი ინფორმაცია ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების კონცენტრაციების შესახებ საზოგადოებისთვის რეგულარულად უნდა იყოს ხელმისაწვდომი.

პროექტით განისაზღვრება, რომ საჯარო ინფორმაცია ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების კონცენტრაციების შესახებ სულ მცირე, უნდა მოიცავდეს მონაცემებს კონცენტრაციების გადაჭარბების დონის შესახებ, მათ შორის, ზღვრულ მნიშვნელობებს, საგანგაშო ზღვრებს, შეტყობინების ზღვრებს ან გრძელვადიან ამოცანებს რეგულირებადი დამაბინძურებლების შესახებ.

ამასთან, ინიციატივით კონკრეტდება, რომ ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების კონცენტრაციების შესახებ ინფორმაციას თან უნდა ახლდეს კონცენტრაციების ჰაერის ხარისხის სტანდარტთან შედარების მოკლე შეფასება და შესაბამისი ინფორმაცია ჯანმრთელობაზე ზემოქმედების შესახებ.

მთავრობის განმარტებით, ცვლილებები ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებშია მომზადებული.

მსგავსი სტატიები