ჰაერის დაბინძურება უფრო მეტ ადამიანს კლავს, ვიდრე თამბაქოს მოხმარება

Construction News

ევროპის კარდიოლოგთა ასოციაცია ჰაერის დაბინძურების შესახებ კვლევას აქვეყნებს.

მაქს პლანკის ქიმიის ინსტიტუტის (Max-Plank Institute) მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევა ცხადყოფს, რომ გარემოს დაბინძურება ყოველწლიურად 9 მილიონი ნაადრევი სიკვდილის შემთხვევას იწვევს. ეს რიცხვი აქამდე გამოთქმულ მეცნიერულ ვარაუდებზე ორჯერ მეტია. მხოლოდ ევროპაში, ჰაერის დაბინძურება ყოველწლიურად 800,000 ადამიანს კლავს, რაც თამბაქოს მოხმარების ფატალურ შედეგებს აღემატება.

კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ განსაკუთრებით დიდი გამოწვევაა ის, რომ თამბაქოს მოხმარებისგან განსხვავებით, დაბინძურებული ჰაერის შესუნთქვას საზოგადოება თავიდან ვერ აიცილებს. აღსანიშნავია, რომ ჰაერის დაბინძურებით გარდაცვლილთა 40 – 80% ინსულტითა და ინფარქტით იღუპება.

ევროპაში ჰაერის დაბინძურების ძირითადი წყარო საწვავის წვაა, ამიტომ სუფთა და განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენებასა და ათვისებაზე რაც შეიძლება სწრაფად უნდა გადავიდეთ. შედეგად არამხოლოდ კლიმატის ცვლილებას შევებრძოლებით, არამედ ევროპაში დაბინძურებული ჰაერით გამოწვეულ სიკვდილიანობას 55% -ით შევამცირებთ”, – აცხადებს მაქს პლანკის ქიმიის ინსტიტუტის პროფესორი, იოშ ლილიველდი.

კვლევის შედეგების საფუძველზე, კვლევის ავტორები მსოფლიო ჯანდაცვის ორაგანიზაციას გარემოსდაცვითი კანონების გამკაცრებისკენ მოუწოდებენ.

მსგავსი სტატიები