ჯვარში საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 75 წლის კაცი ემსხვერპლა

Construction News

ჯვარში, სოფელ ჭველეში საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 75 წლის მამაკაცი ემსხვერპლა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი ორსართულიან საცხოვრებელ სახლში გაჩნდა, რის შედეგად 130 კვ.მ ფართობი დაიწვა.

უწყების ცნობით, ხანძარი ლიკვიდირებულია. ადგილზე 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

მსგავსი სტატიები