ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის მონაკვეთის რეკონსტრუქცია დაიწყო. ინფრასტრუქტურულ პროექტზე 110,210,777 ლარი დაიხარჯება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, პროექტი 2 მონაკვეთად არის დაყოფილი და ჯამში რეაბილიტაცია 47 კილომეტრიან გზას და 7 ხიდს ჩაუტარდება. პროექტის მიხედვით, იგეგმება 2-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება.
სარეაბილიტაციო მონაკვეთი დაბა ხულოდან იწყება, გაივლის გოდერძის უღელტეხილს და ადიგენის სოფელ ზარზმამდე მივა. განახლებული გზით, ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობის დრო 1.5 სთ-ით შემცირდება.
სამშენებლო სამუშაოები 2020 წელს დასრულდება