ხულოში ფერმერთა მომსახურების ცენტრი შენდება

Construction News

ხულოში ფერმერთა და აგრომეწარმეთა მომსახურების ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს. “აჭარის ტელევიზიის” ინფორმაციით, ცენტრში მოქალაქეები ადგილობრივად წარმოებული სასოფლო სამეურნეო პროდუქციის სარეალიზაციოდ მომზადებას მოახერხებენ.

დაწესებულება აღიჭურვება თანამედროვე დანადგარებით და დაკომპლექტდება პერსონალით. პროდუქცია ადგილზე შეიფუთება თანამედროვე ტექნოლოგიებით და მიეწოდება ბაზარს. 

მშენებლობის კონსტრუქციული ნაწილების სამუშაოები თითქმის დასრულებულია. მომსახურების ცენტრის ექსპლოატაციაში შესვლა მიმდინარე წლის აგვისტოში იგეგმება. მშენებლობისთვის ორასი ათას ლარზე მეტი დაიხარჯება.

მსგავსი სტატიები