ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ პაქსაძეებში მეჩეთის დამხმარე ნაგებობა დაიწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დამწვარია 70 კვ. მ ფართი.
უწყების ცნობით, გაჩენილი ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად, ხანძარი მეჩეთზე არ გავრცელებულა.
ადგილზე 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.