ხორვატიაში სახელმწიფო საკუთრებაში არსებულმა ენერგო კომპანიამ HEP (Hrvatska elektroprivreda) 10-წლიანი საინვესტიციო გეგმა წარადგინა. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, ფრენ ბარბარის განცხადებით, 2030 წლისთვის ათვისებული მზის ენერგიის მოცულობა დღესდღეობით არსებულზე 7-ჯერ მეტი იქნება.
კომპანია 2030 წლამდე 1 მილიარდ კუნას ( $166 მილიონი) გამოყოფს, რაც ქვეყანას 350 მეგავატი მზის ენერგიის წარმოების შესაძლებლობას მისცემს.
Reuters-ის ინფორმაციით, HEP მზის ენერგიის ასათვისებლად ადრიატიკის ზღვის ჩრდილოეთ სანაპიროს იყენებს. ამასთანავე, კომპანია სამხრეთ ხორვატიაში 3 ახალი მზის ენერგიის საწარმოს აშენებას გეგმავს.
კომპანია HEP ხორვატიის ელექტროენერგიის ბაზრის თითქმის 90%-ს აკონტროლებს. ის ორგანიზაციას “ცენტრალური ევროპის ენერგეტიკულ პარტნიორობა” (CEEP) 2015 წლიდან შეუერთდა და სლოვენიის ბაზარზეც ოპერირებს.
ცნობისთვის, ხორვატია ელექტროენერგიის 30-40%-ს იმპორტის საშუალებით იღებს.