ხონში ახალი პროფესიული სასწავლებელი და ახალგაზრდული ცენტრი აშენდება

Construction News

საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს საპატიო ხონელის სტატუსი მიენიჭა. შესაბამისი ჯილდო მთავრობის მეთაურს დღეს ხონის ბულვარში, ხონელობის სახალხო დღესასწაულისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გადასცეს.

პრემიერ-მინისტრმა შეკრებილ მოსახლეობას ხონელობის სახალხო დღესასწაული და გიორგობა მიულოცა და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა.

ხონი უნიკალური, ულამაზესი კუთხეა, რომელმაც ძალიან ბევრი ქართული ფასეულობა და ტრადიცია შეუნარჩუნა ჩვენს სამშობლოს. ხონი არის კუთხე და ქალაქი, რომელიც განათლებას განსაკუთრებით აფასებს. თქვენი თხოვნის შესაბამისად, ყველა სკოლა, რომელიც ამას საჭიროებს, დროულად იქნება რეაბილიტირებული. წლის ბოლომდე დავასრულებთ ახალი პროფესიული სასწავლებლის მშენებლობას და მასთან ერთად ავაშენებთ ყველაზე თანამედროვე ახალგაზრდულ ცენტრს”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მსგავსი სტატიები