ხობში ჩინური ინვესტიციით პლასტმასის გადამამუშავებელი საწარმოს გადმოტანა იგეგმება

Modern Roofing

დღეს, კომპანია “გლობალ რისაიქლინგის” წარმომადგენლებმა, საინვესტიციო პროექტის პრეზენტაცია წარმოადგინეს.

მათი განცხადებით, ხობის მუნიციპალიტეტში პლასტმასის ნედლეულის გადამამუშავებელი ქარხნის და შემდეგ აღნიშნული მიწოდების ჯაჭვში ჩართული სხვა საწარმოო სიმძლავრეების განვითარება, ხელს შეუწყობს როგორც ადგილობრივი, ასევე ქვეყნის ეკონომიკური, სოციალური და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

კომპანიამ “გლობალ რისაიქლინგ” ხობის მუნიციპალიტეტში 300,000 კვ.მ. მიწა პირობებიან აუქციონზე შეიძინა “100 საინვესტიციო შეთავაზების” პროექტის ფარგლებში და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან პლასტმასის გადამამუშავებელი ქარხნის გადმოტანას და შემდგომ აღნიშნული მიწოდების ჯაჭვში ჩართული სხვა საწარმოების საქართველოში გახსნას გეგმავს.

პროექტის ფარგლებში, პირველ ეტაპზე 50 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელება იგეგმება.

მსგავსი სტატიები