ხიჭაური-გოდერძის უღელტეხილის გაზიფიცირებაზე 33,797,000-ლარიანი ტენდერი გამოცხადდა

Construction News

ხიჭაური-გოდერძის უღელტეხილის გაზიფიცირების პროექტის სამშენებლო სამუშაოების ტენდერი გამოცხადდა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაა 33,797,000 ლარია.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, გაზიფიცირების მეორე ეტაპი შუახევიდან გოდერძის უღელტეხილამდე, 54-კილომეტრიან მონაკვეთზე ძირითადი გაზსადენის მშენებლობას ითვალისწინებს.

გაზიფიცირება 15,200 აბონენტს შეეხება და სამუშაოებში 140 ადამიანი დასაქმდება. გამარჯვებულმა კომპანიამ გაზის მილსადენის სამშენებლო სამუშაოების შესრულება ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 თვეში უნდა უზრუნველყოს.

მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების პროექტის პირველი ეტაპი 2018 წელს დასრულდა, რომლის ფარგლებში სალიბაურიდან-ხიჭაურამდე ცენტრალური მაგისტრალის 65-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა განხორციელდა. პროექტი 11,000 აბონენტის გაზიფიცირებას ითვალისწინებს. სამშენებლო სამუშაოებში 120 ადამიანი დასაქმდა.

მსგავსი სტატიები