ქუვეითში ხიდის მშენებლობის $3-მილიარდიანი პროექტი 2019 წელს დასრულდება. ხიდის სიგრძე 30 მილი (48.28 კმ) იქნება და მისი მშენებლობა მსოფლიოში ერთ-ერთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტად არის მიჩნეული.
სამშენებლო სამუშაოებს კორეული კომპანია Hyundai E&C და Combined Group Contracting 2013 წლიდან ახორციელებენ. პროექტის მიზანია ქუვეითსა და სუბიას შორის გზის შემოკლება. გარდა ამისა, მშენებლობის დასრულების შემდეგ, ქუვეითი ქალაქ დოჰასთანაც დაკავშირდება.
Archdaily-ს ინფორმაციით, ხიდის სამშენებლო პროექტი “ქუვეითის ეროვნული განვითარების გეგმის” ნაწილია.