ხვალ, გორის გვირაბში მოძრაობა პერიოდულად შეიზღუდება

Construction News

მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღების გამო, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 87-ე კილომეტრზე, კვირას, 24 თებერვალს, 16:00-დან 20:00 საათამდე მოძრაობა პერიოდულად, 5-10 წუთით, რამდენჯერმე შეიზღუდება.

აღნიშნულ მონაკვეთზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბის მარცხენა მიმართულებაზე (დასავლეთი-აღმოსავლეთი) იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. დროის აღნიშნულ მონაკვეთში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გორის გვირაბის შემოვლით გზაზე.

შეზღუდული რეჟიმით ავტოტრანსპორტის გადაადგილებას ზედამხედველობასა და კოორდინაციას საპატრულო პოლიცია გაუწევს.

მსგავსი სტატიები