ხვალიდან ბათუმის ბულვარში ელექტრომობილებით გადაადგილება აიკრძალება

Construction News

პირველი მაისიდან ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე ელექტრომობილებით გადაადგილება აიკრძალება. ახალი რეგულაციების ამოქმედებას ელექტრომობილების მფლობელები აპროტესტებენ. 

ელექტრომობილების მფლობელებს დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე  კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.

ჩვენ მათ ალტერნატივა შევთავაზეთ. ბულვარში უსაფრთხოება არის ნომერ პირველი ამოცანა. მე დღესაც ვაპირებ ამ ხალხს შევხვდე. ძალიან ვწუხვარ და განვიცდი, რომ ამ ადამიანების შემოსავლებზე გარკვეული ნეგატიური გავლენა ექნება. მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ, რომ საქმიანობა გააგრძელონ, თუმცა პირველ რიგში წესრიგი და უსაფრთხოება უნდა გვქონდეს. ალტერნატიული ტერიტორია ამფითეატრიდან ახალი ბულვარის მიმდებარედ არის შეთავაზებული ”,- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

მსგავსი სტატიები