ხელოვნურად დაგუბებული ტბის დაცლის მოთხოვნით, მოსახლეობამ აქცია გამართა

Construction News

ახმეტის მუნიციპალიტეტში მოსახლეობამ აქცია გამართა. სოფელ ალვანის მცხოვრებლები, ხელოვნურად დაგუბებული ტბის უმოკლეს დროში დაცლას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში საკუთარი ძალებით აპირებენ პრობლემის მოგვარებას, რადგან მოსახლეობა გზით ვეღარ სარგებლობს.

აღნიშნული საკითხის მოგვარებისთვის სამდღიანი ვადა განსაზღვრეს აქციის მონაწილეებმა.

აღნიშნულ მონაკვეთზე სამუშაოები ამ მომენტისთვის მიმდინარეობს, მაგრამ ადგილობრივი ხელისუფლება სამუშაოების დასრულების ზუსტ დროს ჯერ ვერ ასახელებს.

შეგახსენებთ, მიუხედავად არაერთი მცდელობისა, კვლავ გამოწვევად რჩება ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კმ-ზე მეწყრის შედეგად ჩამოყალიბებული ტბა. აღნიშნულ მონაკვეთზე საპროექტო გადაწყვეტილების მისაღებად, ივნისის თვეში დაგეგმილია ტენდერის გამოცხადება პროექტირებაზე.

მსგავსი სტატიები