ხელვაჩაურში მოსახლეობა ჰესის მშენებლობას აპროტესტებს

Construction News

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადიდის მოსახლეობა ჰესის მშენებლობას აპროტესტებს. მშენებარე ჰესთან შეკრებილმა მოსახლეობამ მძიმე ტექნიკას გზა გადაუკეტა და მშენებლობის გაგრძელების საშუალებას არ აძლევს.

სიტუაცია მარადიდში მას შემდეგ დაიძაბა, რაც მდინარე ჭოროხმა სოფელი დატბორა. მოსახლეობა სოფლის დატბორვას ჰესის მშენებლობას უკავშირებს.

“რუსთავი2”-ის ინფორმაციით, მდინარე ჭოროხის კალაპოტიდან გადმოსვლის შედეგად, წყალმა სოფლის სასაფლაო და საკარმიდამო ნაკვეთები წაიღო.

დაპირისპირების განმუხტვის მიზნით, ადგილზე პოლიცია არის მობილიზებული.

ცნობისთვის, “კირნათი ჰესის” მშენებლობას თურქული კომპანია “აჭარა ენერჯი” ახორციელებს.

მსგავსი სტატიები