ხელვაჩაურში მეწყერსაშიშ ზონაში საბავშვო ბაღი შენდებოდა

Construction News

ხელვაჩაურის სოფელ ახალშენში მეწყერსაშიშ ზონაში საბავშვო ბაღი შენდებოდა. პროექტს შპს „ლადა“ ახორციელებდა.

როგორც მშენებელი ამბობს, ადგილობრივმა მთავრობამ მშენებლობის ნებართვა გეოლოგის დასკვნის გარეშე გასცა. მეწყრის გამო კი სამუშაოები რამდენჯერმე შეფერხდა. საბოლოოდ „ლადამ“ პროექტი დატოვა და ახლა დახარჯული თანხის დაბრუნებას მოითხოვს. მშენებლის ინფორმაციით, მას პროექტზე 150 ათას ლარამდე აქვს დახარჯული.

ხელვაჩაურის მერის განმარტებით კი, მეწყრული პროცესების განვითარება შპს „ლადას“ მიერ პროექტის ცვლილებამ და  მიწის თვითნებურად ჩამოჭრამ გამოიწვია. რაც შეეხება ხარვეზებს, მერია ამას აღნიშნავს და აცხადებს, რომ შესაბამისი სამსახურის უფროსმა თანამდებობა უკვე დატოვა.

აღნიშნული საქმე აუდიტის სამსახურის დასკვნაშიც მოხვდა. მხარეებს შორის დავა სასამართლოში მიმდინარეობს.

მსგავსი სტატიები