ხარაგაულში ადიდებულმა მდინარემ გზა წაიღო და სახლები დატბორა

Construction News

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში უხვმა ნალექმა საგზაო ინფრასტრუქტურა დააზიანა და ასეულობით ოჯახი გარე სამყაროს მოწყვიტა.

ადიდებულმა მდინარე ლეღვნულამ გარკვეულ მონაკვეთებში გზა სრულად გაანადგურა. ასევე დატბორა სახლების პირველი სართულები და სარდაფები. განადგურებულია სახნავ-სათესი მიწები, ასევე შინაური ცხოველები და ფრინველები.

ამ დროისთვის ყველაზე რთული მდგომარეობაა სოფელ ლეღვანსა და სოფელ დიდვაკეში.

მსგავსი სტატიები