ჭუბერში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

Construction News

მესტიის მუნიციპალიტეტში კვლავ მძიმე ვითარებაა, ადიდებულმა მდინარე ნენსკრამ გზები გაანადგურა და რამდენიმე ხიდი წაიღო, შედეგად სამი სოფელი მოწყვეტილია გარე სამყაროს.

დილიდან სოფელ ჭუბერში სამი ერთეული მძიმე ტექნიკა მუშაობს და მდინარე ნენსკრას კალაპოტს აფართოებს. კალაპოტის გაფართოების სამუშაოების დასრულების შემდეგ, დაიწყება კალაპოტის გაწმენდითი სამუშაოები, სადაც დიდი რაოდენობით ჩამონატანებია დაგროვილი. ზოგ ადგილას ჩამონატანების რაოდენობა 1 მეტრს აღწევს.

მსგავსი სტატიები