ჭუბერში მდინარე ნენსკრას ადიდების შედაგად გზა დაზიანდა

Construction News

მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭუბერში, უხვი ნალექის შედეგად,  ნენსკრას ხეობაში არსებული შენაკადი მდინარე დევრა ადიდდა, რამაც მდინარე ნენსკრას ადიდება გამოიწვია. შედეგად რამდენიმე დამცავი ნაგებობა დაზიანდა. აღდგენის სამუშაოების განხორციელება, წყლის დონის დაკლებისთანავე იგეგმება.

ამჟამად ადგილზე მობილიზებულია მუნიციპალური სამსახურები და სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია  შესაბამისი ტექნიკა.

შეგახსენებთ,  რომ შარშან სვანეთში, სოფელ ჭუბერში ძლიერი წვიმის შედეგად მთა ჩამოიშალა და მდინარე ნენსკრა დაგუბდა, დაგუბებულმა წყალმა კი მეწყრისგან ჩაკეტილი კალაპოტი გაარღვია და მდინარის პირას მდებარე სახლები წაიღო. დაინგრა მდინარეზე არსებული რამდენიმე ხიდი, გარესამყაროს იყო მოწყვეტილი ჭუბერის ხეობა და 10-ზე მეტი სოფელი.

მსგავსი სტატიები