ჭილაძის ქუჩაზე თანამედროვე სკვერი მოეწყო

Construction News

თბილისში, საბურთალოს რაიონში, ჭილაძის ქუჩა N166-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკვერი მოეწყო.

სამუშაოების ფარგლებში, სკვერში საბავშვო-გასართობი მოედანი მოეწყო, სადაც სხვადასხვა სახის ატრაქციონი დამონტაჟდა. ასევე, მოეწყო ფიტნეს ზონა და გარე განათების სისტემა.

სკვერში 80-მდე სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეები დაირგო. გარდა ამისა, ტერიტორიაზე სკვერისთვის შესაბამისი სხვა ინფრასტრუქტურა განთავსდა.

სკვერის მოწყობისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 197,630 ლარი დაიხარჯა.

მსგავსი სტატიები