ჭიათურის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციისთვის 36,631,493 ლარი დაიხარჯება  

Construction News

ჭიათურის 24- საათიანი წყალმომარაგებისთვის თანამედროვე და ახალი სისტემის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. 

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, სრულიად ახალი წყლის სათავე ნაგებობა, წყლის შემკრები რეზერვუარი და ჭაბურღილები მოეწყობა. ასევე, აშენდება საქლორატორო სადგური. სამუშაოები ითვალისწინებს წყალმომარაგების გამანაწილებელი ქსელის მოწყობას, რეაბილიტაცია არსებულ სატუმბ სადგურებსა და რეზერვუარებსაც ჩაუტარდებათ.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, 20,000-მდე ადგილობრივი მოსახლე 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს.

პროექტს 36,631,493 ლარით აზიის განვითარების ბანკი (ADB) აფინანსებს, სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის დეკემბერში დასრულება.

მსგავსი სტატიები