ჭიათურაში საბაგიროს მშენებლობისას მუშაკი დაიღუპა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა.
27 წლის კაცს, სავარაუდოდ, დენმა დაარტყა. მომხდარის ზუსტ მიზეზს გამოძიება დაადგენს.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.