ჭიათურაში მაღაროელთა პროტესტს მოსახლეობაც უერთდება

Construction News

ჭიათურაში მაღაროელთა პროტესტი კვლავ გრძელდება. აქციის მონაწილეებს სკოლის მოსწავლეები, მაღაზიების თანამშრომლები და მოსახლეობის ნაწილი  შეუერთდა. მათ მსვლელობა გამართეს და მოსახლეობას გაფიცულების გვერდით დგომისკენ მოუწოდეს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ხვალიდან დაიხურება სკოლები, ბაღები, მაღაზიები და მთლიანად ჭიათურა გაიფიცება.

ჭიათურაში „ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენლებისა და გაფიცული მაღაროელების შეხვედრა გუშინ უშედეგოდ დასრულდა. კომპანიამ გაფიცულებს იგივე პირობა შესთავაზა. პირველ ეტაპზე 15%-იანი და შემდეგ 10%-ით ხელფასების ზრდა, თუმცა ადმინისტრაციამ კიდევ ერთხელ მიიღო უარი.

უცვლელი რჩება გაფიცული მაღაროელების მოთხოვნა. გაფიცულების პირობა პირველ ეტაპზე ხელფასის 30% – იანი, შემდეგ ეტაპზე კი 20%-იანი ზრდაა.

აქციის მონაწილეებმა ჯორჯიან მანგანეზის ადმინისტრაციის შენობის წინ გადაინაცვლეს. ისინი ქალაქიდან კომპანიის წასვლას მოითხოვენ.

შეგახსენებთ, რომ ჭიათურაში მაღაროელები 16 მაისს გაიფიცნენ. აქციიდან მე-11 დღეს, ჭიათურაში 15 მაღაროელი შიმშილობს, სამს პირი აქვს ამოკერილი და ასობით გაფიცულია. ყველა მაღაროში საწარმოო პროცესი შეჩერებულია.

მსგავსი სტატიები