ჭიათურაში მაღაროელები და კომპანიის ადმინისტრაცია მორიგ შეხვედრაზე შეთანხმდნენ

Construction News

ჭიათურაში მაღაროელებსა და კომპანია “ჯორჯიან მანგანეზის” ადმინისტრაციას შორის რამდენიმესაათიანი მოლაპარაკება კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ 17 მაისს, 15:00 საათზე შეიკრიბებიან და ყველა მოთხოვნას ერთობლივად განიხილავენ.

„ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალური მმართველის თქმით, კომპანია მზადაა ანაზღაურება გაზარდოს, თუმცა კონკრეტული დეტალები დღევანდელი შეხვედრის შემდეგ გადაწყდება.

მოლაპარაკებების პროცესში ჩართული იყო შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი. მათი გადაწყვეტილებით, 17 მაისიდან პროცესში მედიატორი ჩაერთვება.

შეგახსენებთ, რომ მაღაროელების ნაწილის გაფიცვა 15 მაისს დაიწყო. მათი მთავარი მოთხოვნები ხელფასების 50%-იანი გაზრდა, ჯანდაცვის და შრომის პირობების გაუმჯობესება და ქალაქში ეკოლოგიური ვითარების გამოსწორებაა.

მსგავსი სტატიები