ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვა გრძელდება

BDO.ge

ჭიათურაში, მერიის წინ გაფიცული 15 მაღაროელი მეორე დღეა კარავში შიმშილობს. მაღაროელების თქმით, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება შიმშილობას არ შეწყვეტენ.

გაფიცულების მოთხოვნებია – შრომითი უსაფრთხოებისა და  სამედიცინო სადაზღვევო პაკეტის გაუმჯობესება, ეკოლოგიური პრობლემების მოგვარება და ხელფასების 50%-ით მატება. მაღაროელები ასევე გაცდენილი დღეების სრულ ანაზღაურებას და სამსახურიდან გათავისუფლებული თანაშრომლების დაბრუნებას ითხოვენ. მოთხოვნების დიდი ნაწილის ეტაპობრივად შესრულებაზე კომპანიამ თანხმობა გამოთქვა, თუმცა ხელფასების 50%-იან მომატებაზე კომპანიასა და მაღაროელებს  შორის შეთანხმება გუშინ გამართულ შეხვედრაზე ვერ შედგა

თუ არ შეგვისრულებენ მოთხოვნას ჭიათურა კარვების ქალაქად გადაიქცევა“, – აცხადებენ მაღაროელები.

შეგახსენებთ, რომ მაღაროელები 16 მაისს გაიფიცნენ.

მსგავსი სტატიები