ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებს ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ

Construction News

ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებს ირაკლი ღარიბაშვილი, კახა კალაძე და ირაკლი კობახიძე შეხვდნენ.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, მაღაროელების მოთხოვნა სამართლიანია: „მინდა დაგიდასტუროთ, ჩვენი მხარდაჭერა. თქვენი პროტესტი არის სამართლიანი, მე ძალიან კარგად ვიცი ყველაფერი, რაც თქვენ გაწუხებთ. თქვენ არაფერს განსაკუთრებულს არ ითხოვთ, არც ერთი თქვენი მოთხოვნა არ არის უსამართლო”,– განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, აქვს ინფორმაცია, რომ კომპანიის მენეჯმენტი მზად არის, მაღაროელებს შეხვდეს და დაიწყოს მათი მოთხოვნების ეტაპობრივად შესრულება.

შეგახსენებთ, რომ მაღაროელების ნაწილის გაფიცვა 15 მაისს დაიწყო. მათი მთავარი მოთხოვნები ხელფასების 50%-იანი გაზრდა, ჯანდაცვის და შრომის პირობების გაუმჯობესება და ქალაქში ეკოლოგიური ვითარების გამოსწორებაა.

მსგავსი სტატიები