ჭიათურაში გაფიცული მაღაროელები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ

Construction News

ჭიათურაში მაღაროელები გაიფიცნენ. ისინი სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. მათ მოთხოვნებს შორის არის ხელფასის მომატება, კვებისა და ჯანდაცვის პირობების გაუმჯობესება. აქციის მონაწილეები, ასევე ქალაქში დიდი მანქანებით მადნის გადატანის პრობლემის მოგვარებას ითხოვენ.

სათანადო ყურადღება უნდა გვექცეოდეს. ვაპროტესტებთ იმასაც, რომ ქალაქში გადაადგილდება მძიმეწონიანი მანქანები, დაბინძურებულია ქალაქი, ეკოლოგიური კატასტროფა არის, ბავშვები გვეწამლებიან. ჩვენ გვინდა, რომ ქალაქი იყოს მოწესრიგებული და ბავშვები გაიზარდნონ სუფთა გარემოში,” – ამბობენ გაფიცული მაღაროელები.

შეგახსენებთ, რომ იგივე მოთხოვნით დღეს რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მუშაკებიც გაიფიცნენ.

მსგავსი სტატიები