ჭავჭავაძეზე 2 მუშაკი ნანგრევების ქვეშ მოყვა

Construction News

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე უბედური შემთხვევა მოხდა – 2 მუშაკი სამშენებლო ნანგრევების ქვეშ მოყვა, ერთ-ერთი მათგანი 25 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, ხოლო მეორე 41 წლის მამაკაცი ამ დრომდე რჩება ნანგრევების ქვეშ და მაშველები ცდილობენ მის ამოყვანას.

გავრცელებული ინფორმაციით, უბედური შემთხვევა მოხდა ძველი შენობის, საძირკველის გამაგრებითი სამუშაოების დროს.

აღნიშნულ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება  სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო.

მსგავსი სტატიები