ჭავჭავაძეზე მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, კომპანია „ტრანსმშენი“ გამოძიებასთან თანამშრომლობას აპირებს

Construction News

კომპანია „ტრანსმშენი“, რომელიც ჭავჭავაძის #5-ში მშენებლობას ახორციელებდა, განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ გამოძიებასთან ითანამშრომლებს.

„ტრანსმშენის“ განმარტებით, ობიექტზე უსაფრთხოების ნორმების დაცვის ვალდებულება ამავე კომპანიის მიერ დაქირავებულ ქვეკონტრაქტორ კომპანიას „ხიმინჯ სერვის 2“ ეკისრებოდა.

„კომპანია „ტრანსმშენი“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჭავჭავაძის #5-ში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ აღნიშნული ობიექტის კონკრეტულ მონაკვეთზე მიმდინარე სპეციფიკური სამუშაოების გამო, კომპანიას დაქირავებული ჰყავდა ქვეკონტრაქტორი კომპანია, რომელსაც გააჩნია დიდი და მრავალწლიანი გამოცდილება ამ ტიპის სამუშაოების წარმოებაში და რომელიც გაფორმებული ხელშეკრულებით, პასუხისმგებელი იყო ამ სამუშაოების წარმოების დროს სამუშაო მონაკვეთზე დაეცვა უსაფრთხოების ნორმები. გარდაცვლილი თანამშრომლები იყვნენ ქვეკონტრაქტორი კომპანიის თანამშრომლები. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ გარდაცვლილების ოჯახებს ამ უაღრესად დიდ დანაკლისს. გამოვთქვამთ სრულ მზაობას, ვითანამშრომლოთ გამოძიებასთან“, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 31 მარტს, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე სამშენებლო-გამაგრებითი სამუშაოების მიმდინარეობისას მიწის მასის ჩამოშლის შედეგად 2 მუშაკი დაიღუპა.

მსგავსი სტატიები