წყნეთში ორი საცხოვრებელი სახლის გამაგრების სამუშაოები განხორციელდა

Construction News

ვაკის რაიონის გამგეობის „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამით“, წყნეთში, ორ მისამართზე საცხოვრებელი სახლების გამაგრების სამუშაოები განხორციელდა.

რეაბილიტაცია სოხუმის N13-ში და გურამიშვილის N40-ში ადგილობრივი მცხოვრებლების მომართვიანობის საფუძველზე ჩატარდა. სოხუმის N13-ში ოთხი, ხოლო გურამიშვილის N40-ში რვა ოჯახი ცხოვრობს. პროექტების შედეგად, მათი საცხოვრებელი გარემო განახლებული, გამაგრებული და უსაფრთხოა.

გურამიშვილის N40-ში მიმდინარე სამუშაოების პირველ ეტაპზე, აგურის კედლების, ბეტონის ფილების, კიბეების, ფანჯრებისა და აივნების დემონტაჟი განხორციელდა, გამაგრდა სახლის საძირკველი, მოეწყო კიბეები, განახლდა სართულშუა გადახურვა.

რაც შეეხება სოხუმის N13-ში არსებულ სახლს, ტერიტორიაზე მიწის სამუშაოები ჩატარდა, გამაგრდა საძირკველი, მოხდა კარ-ფანჯრების მოჩარჩოება და ფასადის რეაბილიტაცია. გარდა ამისა, განახლდა სახლის გადახურვა და უახლოეს მომავალში ახალი კარი დამონტაჟდება.

პროექტის ღირებულება სოხუმის ქუჩაზე დაახლოებით 50,000-მდე ლარი, გურამიშვილის ქუჩაზე კი 65,000-მდე ლარია.

მსგავსი სტატიები