წყნეთში და ნუცუბიძის მიკრორაიონებში დასასვენებელი სივრცეების მოწყობა მიმდინარეობს

Construction News

წყნეთში, ასევე, ნუცუბიძის V და II მიკრორაიონებში დასასვენებელი სივრცეების მოწყობა მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში, ნუცუბიძის V მიკრორაიონის II კორპუსთან არსებულ ტერიტორიაზე დამონტაჟდება საპარკე ინფრასტრუქტურა – ურბანული ავეჯი, ბავშვთა გასართობი ატრაქციონები, მათ შორის ე.წ. „ზიპლაინი“, მოეწყობა სარწყავი და განათების სისტემები.

წყნეთში, „გ ზონაში“ და ნუცუბიძის II მიკრორაიონის III კვარტლის N3-N4 კორპუსებთან, ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით, დასასვენებელი სივრცეები გამწვანდება, მოეწყობა საბავშვო მოედანი და დამონტაჟდება შესაბამისი ინფრასტრუქტურა.

მიმდინარე წელს სულ 20 დასასვენებელი სივრცის განახლება და მოწყობაა დაგეგმილი, მათი ნაწილი უკვე განხორციელებულია.

მსგავსი სტატიები