წყნეთი-ბეთანიის გზაზე დამეწყრილი ფერდობის შემაკავებელი ბეტონის ჯებირი დაზიანდა

Construction News

ახლად რეაბილიტირებულ წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელ გზაზე დაზიანდა დამეწყრილი ფერდობის შემაკავებელი ბეტონის ჯებირი, რომლის მშენებლობაც 10 თვის წინ დასრულდა.

თბილისის მერიაში განმარტავენ, რომ გამაგრების პერიოდული სამუშაოები ამ კონსტრუქციას მომავალშიც დასჭირდება. გზის რეაბილიტაცია მუნიციპალური განვითარების ფონდმა შარშან ზაფხულში დაასრულა. გზის მონაკვეთის რეაბილიტაციაზე 26 მილიონი ლარი დაიხარჯა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას “რუსთავი2” ავრცელებს.

მსგავსი სტატიები