წყნეთის ტყე-პარკის ტერიტორიაზე მშენებლობა არ განხორციელდება

Construction News

წყნეთში, აფხაზეთისა და გრიგოლ აბაშიძის ქუჩების კვეთაზე მდებარე საკალთბურთო მოედნის ადგილზე, მშენებლობა არ განხორციელდება, ვინაიდან, თბილისის მერიის შესაბამის სამსახურს მესაკუთრისთვის ნებართვა არ მიუცია.

მიუხედავად იმისა, რომ მშენებლობის ნებართვა არ არსებობს, ტერიტორიაზე სამშენებლო ბანერი განთავსდა, რამაც მოსახლეობაში გაურკვევლობა გამოიწვია.

ვაკის გამგებლმა, ნოდარ ტურძელაძემ ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ წყნეთის ტყე-პარკის ტერიტორიაზე არაფერი აშენდება და მშენებლობის ნებართვა არც ერთი ტყე-პარკის, სკვერის თუ სპორტული მოედნების ადგილას არ გაიცემა.

ტყე-პარკის ტერიტორიაზე არსებული საკალათბურთო მოედანი 2006 წელს გასხვისდა, 2015 წლიდან კი ამჟამინდელი მესაკუთრის მფლობელობაშია.

მსგავსი სტატიები