წყნეთის გზატკეცილის მიმდებარე ფერდობებზე 3,575 ხმობადი ხე-მცენარე მოიჭრება

Construction News

წყნეთის გზატკეცილზე, დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, 15 მარტიდან დაავადებული და ხმობადი ფიჭვების სანიტარული ჭრა დაიწყება.

ამ ტერიტორიაზე მოსაჭრელი ხეების რაოდენობა დაახლოებით 500 ძირს შეადგენს. წყნეთის გზატკეცილის მიმდებარე ფერდობებზე ჯამში 3,575 ზეხმელი და ხმობადი ხე-მცენარე მოიჭრება.

დედაქალაქის მასშტაბით 20,000-ზე მეტი დაავადებული და ხმობადი ხე-მცენარის მოჭრა იგეგმება. აღნიშნული ხეები მოჭრამდე, სპეციალური ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე აღიწერა.

სანიტარული ჭრების გადაწყვეტილება უცხოელი ექსპერტების მიერ ჩატარებულ კვლევას ეყრდნობა, რომლის მიხედვითაც ფიჭვებზე გავრცელებულია Tomicus Destruens-ის სახეობის მავნებელი მწერი. ამ ტიპის კვლევა თბილისის ტერიტორიაზე გავრცელებული ხე-მცენარეების თაობაზე პირველად ჩატარდა. დასკვნის მიხედვით, აუცილებელია მასშტაბური სანიტარული ჭრების ჩატარება დედაქალაქსა და მის შემოგარენში, ასევე, ამის პარალელურად, განხორციელდება სხვა ფიტოსანიტარიული ღონისძიებები.

მსგავსი სტატიები